Tuesday, December 16, 2008

აზარტული თამაშები და მოზარდები

1. პროექტის სახელი: ”აზარტული თამაშები და მოზარდები”.

2. პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები გაიაზრებენ იმ რეალურ საფრთხეს, რასაც მათ თანატოლებს უქადის აზარტული თამაშები.

3. პროექტის სრული აღწერა:
პროექტის მონაწილენი ჩაატარებენ არსებული პრობლემის კვლევას და შეეცდებიან მოიძიონ პასუხები შემდეგ კითხვებზე:


* რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა საქართველოში?

* რა ისტორია აქვს აზარტულ თამაშებს?

* როგორ განიხილავს ეკლესია ამ პრობლემას?

* რა დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს მოზარდის ფსიქიკაზე ?

* რა უბიძგებს მოზარდს აზარტული თამაშებისკენ?

* რამდენად აახლოვებს მოზარდს აზარტული თამაშები დანაშაულთან?

* რა მონაცემებს ფლობს შსს აზარტული თამაშებით გამოწვეულ დანაშაულებზე?

* რა გზა არსებობს ამ სენისგან თავის დასაღწევად?

მოსწავლეები გაესაუბრებიან აზარტული თამაშებით გატაცებულ თანატოლებს. შეხვდებიან მოძღვარს, ფსიქოლოგს და შსს თანამშრომლებს.


4. მოსწავლეთა ასაკი /კლასები: 9, 10, 11 კლასები.

5. ვადები / ხანგრძლივობა:

2008 წლის დეკემბერი-2009 წლის ივნისი

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

დისკუსიები, ინტერვიუები, ესეების კონკურსი, ნახატები, ბუკლეტების დამზადება. პოლემიკა მასწავლებლებთან და მშობლებთან. გუნდური წერა თემაზე: ” აზარტული თამაშები - გართობა თუ პრობლემა?”


7. მოსალოდნელი შედეგი /პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:

შეიქმნება ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი კვლევის შედეგებს და აწარმოებენ გამოკითხვას. დამზადდება კედლის გაზეთი. ინტერნეტ ფორუმის საშუალებით პროექტის მონაწილენი გაუზიარებენ შეხედულებებს თანატოლებს.

8. არგებელი სხვებისთვის:

ადამიანები, რომლებიც გაეცნობიან პროექტის შედეგებს ( ბლოგი, კედლის გაზეთი, კვლევები, ინტერვიუები...) დაინახავენ თუ რა შემზარავ გავლენას ახდენს მოზარდის ფსიქიკაზე და მომავალზე აზარტული თამაშები. შესაბამისად შეეცდებიან აქტიურად ჩაერთონ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.

9. სამუშაო ენა: ქართული

10.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ამ პროექტის მონაწილენი გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში:

სამოქალაქო განათლება (გაუჩნდებათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღების სურვილი)

ქართული ენა და ლიტერატურა (განუვითარდებათ ძირითადი საკომუნიკაციო უნარები: წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი...)

რელიგიის ისტორია ( მიმოიხილავენ რელიგიურ შეხედულებებს აზარტულ თამაშებთან მიმართებაში)

ისტ. ტექნოლოგიები (გაიუმჯობესებენ სხვადასხვა პროგრამებში მუშაობის უნარებს Pover Point, Picture Manager, Movie Maker...)


11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

თბილისის 169-ე საჯარო სკოლა ;
ტყვიავის საჯარო სკოლა;
საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა;
სოფ. აფენის I საჯარო სკოლა;

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
არჩილ თვალავაძე, ელენე ბურდული, ლალი ურჯუკაშვილი;

13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: archil.tvalavadze@gmail.com; urjukashvili@gmail.com;

14. პროექტის ფორუმი:
http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac50ba

15. პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი: azartiblogspotcom.blogspot.com












No comments:

Post a Comment